ზურა ჯაფარიძე დაკავებამდე: დედაჩემზე ვნერვიულობ, ლოგინად არის ჩავარდნილი
დედაჩემზე ვნერვიულობ, ლოგინად არის ჩავარდნილი - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ "შაბათის ეთერს" ციხეში გაშვებამდე რამდენიმე საათით ადრე მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა.
მისი თქმით, ზუსტად იცოდა, რომ თავისუფლება სრულდებოდა. პროცესამდე პოლიტიკოსს 80 წლის დედის დამშვიდება მოუწია.
ნერვიულობა არასდროს მეტყობა, ბევრი წელია ასეა. ვნერვიულობ ბავშვებზე, დედაჩემზე ვნერვიულობ, რომელიც პრაქტიკულად ლოგინად არის ჩავარდნილი - ძალიან მძიმედ არის.
ვნეხე დედა, დავემშვიდობე - ცოტა ხანი არ ვიქნები-მეთქი. მას ეს ტელევიზიით უკვე გაგებული ჰქონდა. ნერვიულობს ჩემზეც და საკუთარ თავზეც - მე რომ არ ვიქნები, რამე არ დაემართოს"- აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ოჯახის გარდა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა იმ ახალგაზრდა თაობაზე, ვისთან ერთადაც ბევრი ბრძოლა გამოიარა და ვინც ყველაზე მეტად ეიმედება.
უნდა ეფიქრა არამხოლოდ ადამიანებზე, არამედ ოფისზეც, რომლის ქირის ფულის გადასახდელი იქნება მაშინაც, როცა ზურა პატიმრობაში იქნება.
ზურაბ ჯაფარიძის თავისუფლების ბოლო წუთები დაჭერის წინ - ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი ნახეთ აქ:
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. საქმე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის არგადახდას ეხება.
- თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 50 000-ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000-ლარიანი ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000-ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.