სკანდალი: "ოცნების" რეგიონულ ლიდერის ოჯახს ბიზნესმენი რეკეტში ამხელს

24.05.25 22:02
სკანდალი: "ოცნების" რეგიონულ ლიდერის ოჯახს ბიზნესმენი რეკეტში ამხელს

"ქართული ოცნების" რეგიონულ ლიდერებს ბიზნესის რეკეტში ამხელენ - ბიზნესმენი კობა ქათამაძე რეკეტში "ქართული ოცნების" რეგიონული ლიდერის ძმას, რუსეთის ფედერაციის ულიანოვკის ოლქის სათათბიროს ყოფილ დეპუტატს ადანაშაულებს.   

მისივე მტკიცებით, ბიზნესის წართმევის შემდეგ მას ემუქრებიან, რომ თუ ხმას ამოიღებს არ აცოცხლებენ.

მატვეი ვოლოდარკი, რომელსაც კობა ქათამაძე შანტაჟში და მუქარაში სდებს ბრალს მისი მამიდაშვილი და ლაგოდეხის მერის დავით მდივნიშვილის ძმაა. მატვეი ვოლოდარკის რუსული მედიის თანახმად, თაღლითობის მუხლით იხდიდა სასჯელს. ბიზნესმენი ქათამაძე ამტკიცებს რომ ბიზნესი, სწორედ რეკეტის რუსული წესებით წაართვეს, ექმუქრებოდნენ შვილებზე თავდასხმით. 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, ბიზნესმენი კობა ქათამაძე, კომპანია "მშენებელი 91"- ის 100%-ის მფლობელი იყო. 2024 წლის ივნისში, ის ბიზნესის 25% უსასყიდლოდ თმობს. 

ბიზნესმენიდ და "შაბათის ეთერთან" იხსენებს, რა ვითარებაში გადააფორმა უსასყიდლოდ სამშენებლო კომპანიის წილი მისმა ძმამ სავარაუდოდ ფიქტიურ მფლობელს ლუნა თაბაგარს. 

ქალი, რომელმაც სამშენებლო ბიზნესის წილის 25% აჩუქეს, რუსთავში ესთეტიკური მედიცინის ცენტრის წამწამების დაგრძელების ოსტატი აღმოჩნდა. 

ირკვევა, რომ ლუნა თაბაგარი, ლაგოდეხის მერის, "ქართულ ოცნების" რეგიონული ლიდერის ჯონდო მდივნიშვილის დეიდაშვილია.

ბიზნესმენი, რომელიც ტერორზე საუბრობს ამტკლიცებს, რომ წამწამების დაგრძელების ოსტატ ნათესავზეც წილი "ოცნების" წევრმა და მისმა ძმამ კვალის დაფარივის მიზნით გადაფორმეს. 

ბიზნესის რეკეტი რუსული წესებით - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი