სააკაშვილის დაკავება არის იმ საქმის დაგვირგვინება, რაც ივანიშვილმა დაიწყო - ირაკლი კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 1 ოქტომბერს სააკაშვილის დაკავებას სიმბოლურს უწოდებს და იმ საქმის დაგვირგვინებად მიიჩნევს, რაც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო.
სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა, მიხეილ სააკაშვილის დაკავება არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად 10 წლის წინ დაიწყო, მივულოცავ, რა თქმა უნდა, პრემიერს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინსიტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"