სააკაშვილი 4 დღეა საქართველოშია - ახალი დეტალები

01.10.21 21:25
სააკაშვილი 4 დღეა საქართველოშია - ახალი დეტალები

მიხეილ სააკაშვილი უკვე მეოთხე დღეა, საქართველოშია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილი დედაქალაქის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის სიახლოვესაც გადაადგილდებოდა. 

მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ გასაოცრად, მიხეილ სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში, ძალიან ახლოს, სხვათა შორის, კანცელარიასთან იყო გუშინ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს. დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში, უკვე მეოთხე დღეა, ის საქართველოშია და ამის შესახებ არანირი ცნობა ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია, ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, - თქვა ხერხეულიძემ.