მოუთმენლად ველი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას - ჩარლზ III

26.05.25 10:06
მოუთმენლად ველი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას - ჩარლზ III

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე. მონარქი პატივისცემას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ბრიტანეთის და საქართველოს მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა გაგრძელდება. 

მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ, მომავალ წელს, ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს,"- წერს ჩარლზ III.