მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ მისწრაფებებს-შვედეთის საელჩოს მილოცვა ქართველებს

26.05.25 11:09
მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ მისწრაფებებს-შვედეთის საელჩოს მილოცვა ქართველებს

შვედეთის საელჩო საქართველოში ქართველ ხალს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.“ 

ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.