სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს-ედგარს რინკევიჩი

26.05.25 12:33
სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს-ედგარს რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი საქართველოს და ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

როგორც რინკევიჩი სოციალურ ქსელში წერს, “სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს".

ლატვიიდან ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს" ,- წერს რინკევიჩი.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.