გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე-კუპრაძე

26.05.25 13:46
გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე-კუპრაძე

საქართველოს მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან- ამ დღესთან დაკავშირებით, „ლელო - ძლიერი საქართველო“ მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მარშის გამართვას გეგმავს.

როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, “მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აჩვენოს ქართველმა ხალხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები, რაც არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო.“

26 მაისს მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. მარჯანიშვილის მოედნიდან მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ. გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე. ამ დღეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები - ეს არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო, თავისუფალი საქართველო პოლიტპატიმრებისგან და ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან“,-განაცხადა კუპრაძემ.