სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ხელისუფლება საბოლოოდ ჩამოშალა - ნინო ბურჯანაძე
სააკაშვილმა ამ ნაბიჯით მთელი ხელისუფლება ჩამოშალა - ამის შესახებ ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ნინო ბურჯანაძის ვარაუდით, საქართველოს ძებნილ პრეზიდენტს წინააღმდეგობის გაწევა არ სურდა და ის სამართალდამცველებს ჩაბარდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსს უკვირს, რატომ გადაუხადეს სააკაშვილის დაკავებისთვის მადლობა შს მინისტრ გომელაურს.
მთელი დღე ხელისუფლების უმაღლესი პირები საუბრობდნენ, რომ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ახლა ვიგებთ, რომ ის 4 დღეა, რაც საქართველოშია. რაზე ვსაუბრობთ? სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ხელისუფლება ჩამოშალა, საბოლოოდ ჩამოშალა. ხელისუფლება საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. წინააღმდეგობის გაწევა რომ ნდომოდა სააკაშვილს, მინიმუმ 10 კაცს მაინც დაიყენებდა გვერდში. ფაქტია, ის პარქტიკულად მარტო იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევია. გახსენებაც არ მინდა იმ ამაზრზენი პრესკონფერენციის, როცა ღარიბაშვილი მადლობას უხდის შს მინისტრს. რისთვის უხდის მადლობას? რომ ძებნილმა პრეზიდენტმა გადმოკვეთა საზღვარი და მთელი დღე დადიოდა ქუჩაში? ჩამოვიდა თბილისში და ამის შემდეგ განახორციელა გომელაურმა დაკავების ოპერაცია, ამისთვის ვუხდით მადლობას? ანუ შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა უკანონოდ გადმოკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და თავისუფლად იაროს ქუჩაში, ამისთვის მადლობას ვუხდით? - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"