ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ-იუკნევიჩიენე

26.05.25 16:51
ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ-იუკნევიჩიენე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს და ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “ქართველები აგრძელებნ იმავე ბრძოლას, რომელიც საუკუნეზე მეტია გრძელდება.“

ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს! დღეს თქვენ აგრძელებთ იმავე ბრძოლას, რომელიც საუკუნეზე მეტია გრძელდება. მე ვდგავარ იმ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც ითხოვენ იმას, რასაც იმსახურებენ - თავისუფლებას, დემოკრატიას და თავიანთი ქვეყნის პროევროპულ მომავალს“, - წერს ევროპარლამენტარი.