ევროკავშირის ლიდერების განცხადება - "ოცნებას" უმწვავესი გზავნილების წაკითხვა ისევ უწევს

26.05.25 20:31
ევროკავშირის ლიდერების განცხადება - "ოცნებას" უმწვავესი გზავნილების წაკითხვა ისევ უწევს

დამოუკიდებლობის დღეს "ოცნებას" უმწვავესი გზავნილების  წაკითხვა უწევს -"ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია"- ეს მაკრონის, მერციის და ტუსკის პასუხიაა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობაზე. 

"ოცნების" ოპონენტების შეფასებით, ამ ერთი განცხადებით ემანუელ მაკრონმა ივანიშვილს პრემიერი ტყუილში ამხილა - ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ტირანადან დაბრუნების შემდეგ კობახიძე ამტკიცებდა, რომ მაკრონთან 20 წამიანი საუბარი საკმარისი იყო დარწმუნებულიყო, რომ საფრანგეთის ლიდერი ქართული ოცნების პოლიტიკას იზიარებდა.

კობახიძის ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ელისეს სასახლემ გაავრცელა მაკრონის, მერცის და ტუსკის იმძიმესი განცხადება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ამხელს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის სამი ლიდერი სახელმწიფო საქართველოს მოქმედი რეჟიმის ქმედებებს ღიად გმობს და დამოუკიდებლობის დღეს არ ულოცავს. ოპოზიციის შეფასებით, ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ "ოცნება" სანდო პარტნიორი ევროპისთვის აღარ არიდა ერთადერთი რასაც რეჟიმი ევროკავშირისგან უნდა ელოდოს ფინანსური სანქციებია.

ასეთი მკაცრი არა, თუმცა ძალიან საგულისხმო განცხადებაა გაავრცელა სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიო დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას. 

ევროკავშირის ლიდერების განცხადება - ინა ცარციძე დეტალებით