მაია სანდუ: პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ

26.05.25 18:35
მაია სანდუ: პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ანიჭებს.

სანდუ ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებს და პლატფორმა X-ზე წერს,  რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება შთამაგონებელია.

ქართველი ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს". - წერს მაია სანდუ.