ლანდსბერგისი: თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, არასდროს მიგატოვებთ

26.05.25 18:57
ლანდსბერგისი: თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, არასდროს მიგატოვებთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს - ევროპელი პოლიტიკოსი, რომლის ვიდეომიმართვაც პლატფორმა X-ზეა გამოქვეყნებული, ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიმართვაში რუსეთს ახსენებს და ამბობს, რომ "მოსკოვში მათი დამოუკიდებლობის ნამდვილი ამბავი იციან".

მოსკოვში ჩვენი დამოუკიდებლობის ნამდვილი ამბავი იციან, ეს მათ აშინებთ, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების და მათი დამარცხების ამბავია. ეს მათ იმდენად აშინებს, რომ ცდილობენ ჩვენი სიმამაცის მტკიცებულებები, ჩვენი გამარჯვების მტკიცებულებები წაშალონ და წაშალონ მათი სისასტიკის მტკიცებულებები.

ბევრმა დასავლეთში არ იცის და ვერ იგებს, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ორი დამოუკიდებლობის დღე გვაქვს. რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიებში და დასვა მისი თოჯინები, რათა ისევ გვმართოს. ამიტომ, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის მეორედ ვიბრძვით, რათა ხელახლა აღვადგინოთ დამოუკიდებლობა, რომელიც დაგვინგრიეს. ჩვენ მოვიგებთ ისევ. ჩვენს სამეზობლოში ყველა ვაცნობიერებთ, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო კავშირი. რუსეთი ისევ იყო იმპერია. ჩვენ ვიყავით მისი მტრები და არა მოკავშირეები. ჩვენ არ შევერთებივართ, ჩვენ დაგვიპყრეს.

დასავლეთში ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გვეძახიან, მაგრამ ეს ტყუილია. ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ, ჩვენი რესპუბლიკები საბჭოთა არასდროს ყოფილა. მოსკოვში ჩვენი დამოუკიდებლობის ნამდვილი ამბავი იციან, ეს მათ აშინებთ, რადგან ეს ჩვენი გამარჯვების და მათი დამარცხების ამბავია. ეს მათ იმდენად აშინებს, რომ ცდილობენ ჩვენი სიმამაცის მტკიცებულებები, ჩვენი გამარჯვების მტკიცებულებები წაშალონ და წაშალონ მათი სისასტიკის მტკიცებულებები.

თქვენ, თავისუფლების მოყვარულო ქართველო ხალხო, მსოფლიოს იმავე სიმართლეს აჩვენებთ. პერსონალური რისკის ფასად, თქვენ უარს ამბობთ კორუფციაზე და რუსულ გავლენებზე. ჩვენ არ მიგატოვებთ, რადგან არავის უნდა მესამე დამოუკიდებლობის დღე. თუ ერთად დავმარცხდებით, ყოველთვის გავიმარჯვებთ. მადლობა საქართველო. სიყვარულით და პატივისცემით ლიეტუვიდან." - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.