თუ ქართული მხარე არ წარმოგვიდგენს მკაფიო განმარტებებს, უკრაინის საგარეო უწყება საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს - ლექსანდრე ფედიენკო
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ლექსანდრე ფედიენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლება განმარტებებს ითხოვს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე და თვალსაჩინო პოლიტიკურ მოღვაწეა და თუ ქართული მხარე მის დაკავებასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებებს არ გააკეთებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სასაპუხოს ნაბიჯებს გადადგამს.
ის (სააკაშვილი) უკრაინის მოქალაქეა, ხოლო უკრაინა არ ტოვებს თავის მოქალაქეებს ასეთ სიტუაციებში. და რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს კონსულტაციები იმის გასარკვევად, რა მიზეზით მოხდა უკრაინის მოქალაქის დაკავება საქართველოს შსს–ს მიერ, რამდენადაც ვიცი, პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, თუ რა მოხდა საქართველოში, რა მიზეზით დააკავეს უკრაინის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე.
თუ უახლოეს ხანებში ქართული მხარე არ წარმოგვიდგენს მკაფიო განმარტებებს უკრაინის მხარეს, დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადადგამს საპასუხო ნაბიჯებს და ეს არცთუ კარგად აისახება უკრაინა–საქართველოს ურთიერთობებზე, – განაცხადა ფედიენკომ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"