რუსთაველზე პროევროპული პარტიების ლიდერები მივიდნენ - დედაქალაქის მთავარ გამზირზე სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან
ზუსტად 21:00 საათზე საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მეხუთე პრეზიდენტი მიულოცავს. ქართველ ხალხთან ერთად რუსთაველის გამზირზე დღეს პროევროპული პარტიების ლიდერები დგანან. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მოპოვებულ თავისუფლებას ყოველდღიურად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება.
ყველა, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად თანხმდება, რომ დაწყებული ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ბრძოლა, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად აქცევს. ქართულ საზოგადოებას კი ევროპული ღირებულებების გარშემო გააერთიანებს.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის მოლოდინში არიან მოქალაეებიც.
"ქართველ ერს ვერანაირი პუტინი და ივანიშვილი ვერაფერს დააკლებს"- ამბობენ პირველებთან ისინი.
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 35 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მოგვიხდებოდა ბრძოლა" - აღნიშნავს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
საზეიმოდ არ გვაქვს საქმე, დასაცავი გვაქვს ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეუბნება "პირველებს" რუსთაველზე გამოსული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.