პრეზიდენტი: არავინ აპირებს არჩევნებზე წასვლას, თუ ის იქნება „ოცნების“ წესებითა და მანიპულაციის ქვეშ
"არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ წესებითა და მანიპულაციის ქვეშ - არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო, მერე ადგილობრივი ან ერთობლივად"- ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მზადება ამ პროცესისთვის.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, დამკვირვებლებისა და დიასპორის მობილიზება.
ამასთან, დღესვე გაირკვა, რომ "წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში საარჩევნო საკითხებზე აქტიურად მუსაობენ. საუბარია, იმ პირობებზე, თუ რა წესებით უნდა ჩატარდეს არჩევნები.
“ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე "პარლამენტში შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ.
სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის" ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის.
აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.