რასა იუკნევიჩიენე: ერთ ადამიანს დებიძინიზაციის ეშინია, რაც გარდაუვალია, რადგან რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია
გავლენიანი ევროპარლამენტარის მიმართვა ქართველ ხალხს და ბიძინა ივანიშვილს - თბილისში დამოუკიდებლობის დღეს საგანგებოდ ჩამოსულმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს მიმართა.
ქართველები გმირები არიან და ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპისთვის ბრძოლაა, ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ - აღნიშნავს დეპუტატი.
მისი თქმით, "დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ, საქართველოში კი „ერთ ადამიანს დებინიზაციის“ ეშინია, მაგრამ ეს გარდაუვალია":
„ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ. ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს. თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპრესიის წინააღმდეგ. დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასევე, საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. თუმცა, ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია. ბიძინას კოლაბორაციონისტებს მივმართავ, ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცით ქართველ ხალხს უფლება, თქვან რაც მათ სურთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ქართველებო. თქვენ შთაგვაგონებთ. მე დაკავებული მებრძოლების მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავ. სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უამრავ სხვას. საქართველო ევროპაა. მინდა აქ, თქვენთან ერთად უკრაინის მიმართ მადლიერება გამოვხატო, რომელიც საკუთარი სისხლით მთელ ევროპას იცავს. დიდება უკრაინას. მე ერთიანი დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მამაცი ქართველი ხალხის მჯერა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მყოფმა რასა იუკნევიჩიენემ არც პოლიტპატიმრები დაივიწყა. გავლენიანმა ევროპარლამენტარმა ოთხ კედელში გამომწყვდეულ ახალგაზრდებს, მზია ამაღლობელსა და ზურაბ ჯაფარიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და მათ მხნეობა უსურვა.
ევროდეპუტატმა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიც გაიხსენა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ერს შეუთვალა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში მარტო არ არის.
"საქართველოვ, შენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა... ეს არის ბრძოლა ევროპისთვის, რუსული იმპერიის წინააღმდეგ" - თქვა რასა იუკნევიჩიენემ.
დღეს მე ასევე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა თქვენს მშობლიურ ენაზე. მე მინდა გადმოგცეთ მხარდაჭერა ლიეტუვის ბევრი წარმომადგენლის, რომელიც მუდმივად არის თქვენ გვერდით. ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა არის თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოვაში და ბელარუსში. საქართველოვ, შენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ევროპისთვის. ეს არის იგივე ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ. ეს ის ბრძოლაა, რომელიც გრძელდება წლებია. პუტინი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია რუსების. ლუკაშენკო არის ადამიანი, რომელსაც ასევე ეშინია თავისი ხალხის. ათასობით ადამიანი დღეს ციხეშია გამოკეტილი. არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშინია ქართველების. ეს რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობის ნება, სრულიად შეუთავსებელია დღეს.
ისტორია თქვენ გიყურებთ. ქართველმა ხალხმა უკვე თქვა, რა უნდა მას. არ აქვს მნიშვნელობა, რას გამოიყენებენ ბოროტი დიქტატორები ხალხის წინააღმდეგ. მე მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილს და ბევრი სხვა ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს ციხეშია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის ევროპა. მე აქედან მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა მამაცი ქვეყნის, უკრაინის მიმართ. მე მჯერა გაერთიანებული ევროპული დემოკრატიის. მე მჯერა მამაცი ქართველი ხალხის. ღმერთმა დალოცოს საქართველო". - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.