პასუხი რეჟიმს: მე ვისროლე, აბა დამიჭირე!
მე ვისროლე, აბა დამიჭირე! - ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, რას შემდეგ რაც 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლების შემდეგ პარლემნტთან ფოერვერკები ისროლეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება გასული წლის დეკემბერში აკრძალა.
"ოცნების" მიერ მიღებული კანონი აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. მათი გამოყენების შემთხვევაში, დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას და ლაზერებს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ არაერთი აქტივისტი დააკავეს და სოლიდური ჯარიმა გამოუწერეს.