რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" დროშა დაწვეს

26.05.25 23:10
რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" დროშა დაწვეს

 

 

რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" დროშა დაწვეს - ახალგაზრდებმა ამ ფორმით, მათი თქმით, რეჟიმის პოლიტიკა გააპროტესტეს. 

გარდა ამისა, პარლამენტის წინ, სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, გაისროლეს პიროტექნიკა. 

"ოცნების" მიერ მიღებული კანონი აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. მათი გამოყენების შემთხვევაში, დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ.