დეკანოიძე: ამ სტატუს-კვოს პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება

26.05.25 23:20
დეკანოიძე: ამ სტატუს-კვოს პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება

ამ სტატუს-კვოს პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება, - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. 

ხატია დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოცემული რეალობის გათვალისწინებით, რომელიმე ოპოზიციური პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თავადვე დაიწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეები არჩევნებზე ხმის მისაცემად არ მივიდნენ. 

მე მგონია, რომ სრული სტატუსკვო უნდა არსებობდეს რეჟიმთან ართანამშრომლობაზე. ამ სტატუს-კვოს პირობებში, ამ რეჟიმის პირობებში, წარმოუდგენელია ჩემთვის რეჟიმთან თანამშრომლობაში შესვლა. კალანდარიშვილმა უნდა ჩაატაროს არჩევნები? ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ სტატუს-კვოს პირობებში შევიდეს თვითმმართველობის არჩევნებში, ეს იქნება ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. ამ სტატუს-კვოს პირობებში, თუ ვინმე შევა არჩევნებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება ფართო კამპანია იყოს იმისთვის, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ." - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ არჩევნების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ მასში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ „შემოაგდო“:

„არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ კონტროლისა და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივი, ან ბოლობოლო, თუ სხვანაირად არა, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ემხუთე პრეზიდენტი იქვე ამბობს, რომ  საჭიროა არჩევნებისათვის მზადება:

„ნუ დაიწყებთ ეჭვებს, ჭორაობას, - საჭიროა მზადება. აუცილეებელია ახალი წესები, რაც შევქმენით პლატფორმის ფარგლებში. აუცილებელია დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე. აუცილებელია, დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს თავის რეგისტრირება - რომ ბოლო წუთში მოუმზადებელი არ შეხვდეს არჩევნებს. ეს მზადება არის საერთო, რათა ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა. ამაში დარწმუნებული ვარ. და ეს ჩვენი მისატანია ბოლომდე“.