მუქარა პროტესტის გამო - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ქართველი არტისტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება გასცა

26.05.25 23:17
მუქარა პროტესტის გამო - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ქართველი არტისტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება გასცა

მუქარა პროტესტის გამო - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, საკუთარ უწყებას ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.

"საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა მთავარ განყოფილებას რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიების დაწყება დაავალა"- წერია განცხადებაში.

  • 25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა.

მომღერლის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა და დაემუქრა.