გადამწყვეტი არჩევნების დღე საქართველოში - საარჩევნო უბნები გაიხსნა
გადამწყვეტი არჩევნების დღე საქართველოში! "ტვ პირველის" მაყურებელი უწყვეტი პირდაპირი ეთერით პირველი გაიგებს საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს.
ყველა კადრი, ყველა მოვლენა, ყველას პოზიცია და ყველას რეაქციას პირველები შემოგთავაზებთ.
დღეს ქვეყანა მერებს და საკრებულოებს წევრებს ირჩევს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ დღევანდელი დღე მეტია ვიდრე მერებისა და საკრებულოების არჩევნები.
2 ოქტომბერს საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება, რა დროსაც კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები გაიმართება. უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი 8 საათზე დაიწყება.
ამომრჩეველი ხმას 73 საარჩევნო ოლქის 3 743 უბანზე მისცემს. მათ შორის არის 9 პენიტენციური და 70 სპეციალური, ე.წ. კოვიდუბანი.
9 საათიდან 19-საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.
კენჭისყრის შენობა 20 საათზე დაიკეტება. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნიშნავს.
ამასთან, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით ცესკოს გაუგზავნოს.
თავის მხრივ, ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, მათ შორის მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებით.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"