გიორგი ვაშაძის საქმე - მოსამართლემ თეა წულუკიანის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას გამოკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე დაცვის მხარემ თეა წულუკიანის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას გამოკითხვის და სასამართლოშ მისვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გიორგი ვაშაძის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის ამ პოზიციის გამო დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბექა ბასილაიამ სხდომაზე განმარტა, მოსამართლის ამ განცხადებით ჩანს, რომ ის საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობს, შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მოსამართლის აცილების თაობაზე. თუმცა ნატო ხუჯაძემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ გიორგი ვაშაძეს კითხვები ჰქონდა მოსამართლესთან - "არის ის მოსამართლე, თუ არის ნოტარიუსი", რადგან პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ნოტარიუსები იღებენ ყველა საქმეზე ერთნაირ გადაწყვეტილებებს.
დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, დაიწყება თუ არა ოპოზიციონერის საქმის არსებითი განხილვა
იმართება საცირკო სპექტაკლი, რომელსაც სასამართლო პროცესს ეძახიან. ზოგადად, ახლაც შეგიძლიათ შეხვიდეთ სასამართლოში და ყველა ოთახში ნახავთ, რომ მხოლოდ პოლიტიკური საქმეებია, სხვა საქმე არ აქვს თურმე საქალაქო სასამართლოს. ზუსტად ვიცით, რომ შინაარსიც არ აქვს და აზრიც არ აქვს ამ ყველაფერს რაც ხდება, უბრალოდ მოვედით პროცესზე, დანარჩენს უკვე ვნახავთ პროცესის შემდეგ. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, როგორც პოლიტიკური ნება იქნება კლანის, რომელიც არის საქართველოში, ისე იქნება გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ქონების ჩადებას გარანტიად, ეს უბრალოდ რამდენიმე თვით გადავაადე პატიმრობა, ეს ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. ვართ ბრძოლაში, ბრძოლის წინა ხაზზე და შესაბამისად, ვაპირებთ რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ სხდომის დაწყებამდე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
- შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და კოალიცია "ცვლილებისთვის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდათ.