აშშ-ს სამხედრო დაზვერვა: არჩევნების შემდეგ, ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც რუსეთს საკუთარი გავლენების გაზრდის საშუალება ეძლევა

27.05.25 13:23
აშშ-ს სამხედრო დაზვერვა: არჩევნების შემდეგ, ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც რუსეთს საკუთარი გავლენების გაზრდის საშუალება ეძლევა

აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები. 

საქართველოში რუსეთი  დანამდვილებით ისახავს მიზნად საქართველოს მისი  გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში"- წერია ანგარიშში. 

ამასთან, კავკასიის რეგიონზე საუბრისას DIA წერს, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის.