კობახიძე: დანიგანს 26 მაისის ღონისძიებაზე ყოფნა სურდა, თუმცა დიფ სთეითის გამო ეს ვერ მოახერხა

27.05.25 13:35
კობახიძე: დანიგანს 26 მაისის ღონისძიებაზე ყოფნა სურდა, თუმცა დიფ სთეითის გამო ეს ვერ მოახერხა

 

 

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 26 მაისის ღონისძიებაში აშშ-ს ელჩს მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა ეს დიფ სთეითის  გამო ვერ გააკეთა. ივანიშვილის პრემიერი ასევე ირწმუნება, რომ მილოცვაც, რომელიც 26 მაისს აშშ-მ გაავრცელა, კონკრეტული ადრესატის გარეშე იყო, რაშიც ასევე დიფ სთეითის გავლენა იგრძნობა. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება სწორედ დიფ სთეითის გავლენის გამო. განცხადებაზეც, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ იგრძნობა დიფ სთეითის ზეგავლენა. ასეთ მილოცვას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას, მე ვიტოვებ იმედს, რომ დიფ სთეითზე გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები აშშ-ს და საქართველოს შორის, - თქვა კობახიძემ. 

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველომ ამერიკას იმაზე მეტი სიკეთე გაუკეთა, ვიდრე მისგან ფინანსურ დახმარებას იღებდა. მისი თქით, ტყუილია, რომ საქართველო აშშ-ს დახმარების გარეშე ვერ იარსებებს.  

ჩვენ, ფინანსური თვალსაზრისით, იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული აშშ-ში, ვგულისხმობ სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. არ შეიძლეა ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. 3 ათასი წელია არსებობს ჩვენი ქვეყანა, - ამბობს კობახიძე. 

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აღლუმს ამერიკის  შეერთებულ შტატების ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი არ ესწრებოდა.

როგორც “პირველებს“ ამერიკის საელჩოში განუმარტეს, ამერიკის შეერთებულ შტატები ღონისძიებაზე თავდაცვის ატაშეთი იყო წარმოდგენილი.

“პირველების“ ინფორმაციით, ელჩი დანიგანი, სავარაუდოდ, საქართველოში არ იმყოფებოდა.