პარტიული სიმბოლიკა საარჩევნო უბანზე - კუჭავამ ხმა კანონის დარღვევით მისცა
პარლამენტის თავმჯდომარემ ხმის მიცამა დარღვევებით მისცა - კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პარტიული ნიშნით და სიმბოლიკით მივიდა.
პარლამენტის თავმჯდომარეს "ქართული ოცნების" საარჩევნონომრიანი პირბადე ეკეთა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრა, ვის მისცა ხმა.
არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ესა არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის ორივე ქმედება კანონდარღვევაა- კუჭავამ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტები დაარღვია, რაც 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"