"Deep State მძლავრობს" - ირაკლი კობახიძე რუბიოს მილოცვაზე

27.05.25 14:14
"Deep State მძლავრობს" - ირაკლი კობახიძე რუბიოს მილოცვაზე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სახელით საქართველოს ხალხისადმი დამოუკიდებლობის დღის მისალოც ტექსტს გამოეხმაურა და ამ შემთხვევაშიც Deep State-ის გავლენებზე ისაუბრა. 

"ამ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირი უპირატესობა, დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა Deep State-ს" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა ადრესატის გარეშე მილოცვა. ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი. აშკარად გამოჩნდა, რომ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით პირდაპირ უპირატესობა, დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა "დიფ სთეითს" და ამას უკავშირდება ის აქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ეს არის არასწორი დამოკიდებულება, ეს არის ასევე აროგანტული დამოკიდებულება, - ამბობს კობახიძე. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 26 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.