"ოცნების" პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩია

27.05.25 14:44
 "ოცნების" პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩია

"ქართული ოცნების" პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილ არჩილ კოჭლამაზაშვილს მხარი დაუჭირა.

ერთპარტიულ პარლამენტში კანდიდატურას დეპუტატებმა განხილვის გარეშე უყარეს კენჭი და 89 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი მოსამართლის ადგილი ვაკანტური 2025 წლის 30 დეკემბრიდან ხდება, შესაბამისად, კოჭლამაზაშვილი აღნიშნულ პოზიციას სწორედ ამ დროიდან დაიკავებს.

ცნობისთვის, არჩილ კოჭლამაზაშვილი  2020 წლის პირველი დეკემბრიდან  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.