ამერიკული დაზვერვის დოკუმენტი ამერიკის ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო იქნება - ანდრო გოცირიძე
კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ანგარიში საქართველოს შესახებ პოლიტიკის განსაზღვრისას ამერიკის ხელისუფლებისთვის სახელმღვანელო იქნება. მისი თქმით, დოკუმენტში მხოლოდ "ოცნების" ლეგიტიმურობა ან არალეგიტიმურობაზე არ არის საუბარი, აქ მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება ლეგიტიმური იქნებოდა, ცხადია, რომ ქვეყანაში რუსული გავლენები ძლიერდება.
რა არის ამ ჩააწერში - აქ არ არის ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე საუბარი, კიდევ უარესია. მაშინაც კი, თუ ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია, ის ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას. ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ამერიკის დაზვერვის შეფასება, რომელსაც ამერიკელი პოლიტიკოსები აუცილებლად დაეყრდნობიან ჩვენს მიმართ პოლიტიკის განსაზღვრისას. ამას თავისი წინაპირებები აქვს. ეს არის ღია წყაროებზე მიღებული ინფორმაცია, რომელიც მარტო საქართველოში არ არის მიღებული, ამერიკის სამხედრო დაზვერვა ფარავს რუსეთს, რეგიონს, პარტნიორებთან ურთიერთობას, - ამბობს ანდრო გოცირიძე.
აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოქტომრბის საპარლამენტო არცევნების შემდეგ "ოცნებამ" შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ქვეყანაში გავლენების გაძლიერების საშუალებას აძლევს.