გიორგი გახარია: "ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის"

27.05.25 15:45
გიორგი გახარია: "ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის"

"ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის"- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, თბილისში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა. 

მისი თქმით, პარტის პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს მოქალაქეების წინაშე და ამბობს, რომ  მათთვის "ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით": 

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობა მდგომარეობს პირველ რიგში თითოეული საქართველოს მოქალაქის წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ამ პასუხისმგებლობიდან ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას და არ ვმალავთ და პირდაპირ თითოეული საქართველოს მოქალაქეს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ექსპრემიერმა სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა როგორც „ქართული ოცნება“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიები.

„საქართველოს პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვა ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია და არ გვესმის. მეორე ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ ვერ იქნება ევროპელი ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე - ნამდვილი ევროპელი“ - თქვა მან. 

დღეს პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

პოლიტსაბჭო 24 წევრითაა დაკომპლექტებული:

  1. გიორგი გახარია

  2. ანა ბუჩუკური
  3. ბექა ლილუაშვილი
  4. ნათია მეზვრიშვილი
  5. შალვა კერესელიძე
  6. ბერდია სიჭინავა
  7. გიორგი შარაშიძე
  8. რუსუდან თევზაძე
  9. კახაბერ ქემოკლიძე
  10. გიგა ფარულავა
  11. ზაზა თავაძე
  12. თამარ ხვედელიანი
  13. ვიკა ფილფანი
  14. მალხაზ თორია
  15. გიორგი ჭანტურია
  16. გიორგი ბაშარული
  17. თამარ კეკენაძე
  18. ლევან გოგიჩაიშვილი
  19. ქეთევან ბაკარაძე
  20. როინი ქოჩორაშვილი
  21. სოფიო ხორგუანი
  22. სალომე კობალაძე
  23. დაჯი კოვზირიძე
  24. ირაკლი მიქელაძე

 

მსგავსი სიახლეები