"ჩვეულებრივი სისულელეა" - კობახიძე ამერიკული დაზვერვის დოკუმენტზე
ამერიკის სამხედრო დაზვრევის მიერ გავრცელებულ ანგარიშს, რომელშიც საუბარი საქართველოსაც შეეხება, ირაკლი კობახიძე "სისულელეს" უწოდებს. ივანიშვილის პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტშიც დიფ სთეითის გავლენა იგრძნობა.
თქვენც ხომ იცით, რომ ეს არის სრულლი სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი. ეს აის ჩვეულებრივი სისულელე. ასეთი სისულელეები რომ ხვდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს დიფ სთეითის გავლენაზე, - ამბობს კობახიძე.
აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით არსებული საფრთხეებია შეფასებული, საქართველოც არის ნახსენები. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ოქტომრბის საპარლამენტო არცევნების შემდეგ "ოცნებამ" შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ქვეყანაში გავლენების გაძლიერების საშუალებას აძლევს.