ვის და რაზე ველაპარაკოთ? - მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არ იქნება

27.05.25 16:05
ვის და რაზე ველაპარაკოთ? - მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არ იქნება

მაკრონის, მერცის და ტუსკის განხადების საპასუხოდ მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ოცნება" ოპოზიციასთან დიალოგის რესურსს ვერ ხედავს. ივანიშვილის დეპუტატი ოპოზიციას ისევ ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ მათთან დიალოგს არ დათანმხდებიან. 

დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ? აი, ვის და რაზე ველაპარაკოთ? დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადახედება. ყველა მოლაპრაკება, შარლ მიშელის შეთანხმებას გაგახსენებთ, ყველა შეთანხმება, ყველა დიალოგი მიმართული იყო, რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან. რას გამოგვგლეჯდნენ, რას წაგვართმევდნენ, სად შეგვზღუდავდნენ, სად იქნებოდა გარე ბერკეტი მეტი, ვიდრე შიდა ბერკეტი. და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება, - ამბობს მდინარაძე. 

გუშინ ელისეს სასახლემ მაკრონის, მერცის და ტუსკის იმძიმესი განცხადება გაავრცელა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ამხელს. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ისინი გმობენ ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და მოუწოდებენ, უკან გაიწვიოს "ოცნებამ" ყველა რეპრესიული კანონი და დიალოგი გამართოს პოლიტიკურ ოპონენტებთან.