სალომე ზურაბიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" დიასპორასთან კავშირი პრაქტიკულად გაწყვიტა

27.05.25 16:33
სალომე ზურაბიშვილი - "ქართულმა ოცნებამ" დიასპორასთან კავშირი პრაქტიკულად გაწყვიტა

"ქართულმა ოცნებამ" დიასპორასთან კავშირი პრაქტიკულად გაწყვიტა", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. 

მეხუთე პრეზიდენტის თქმით "ქართული ოცნების" მიერ სხვადასხვა ბერკეტისა და ხრიკის გამოყენებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაის მიღება მხოლოდ 34 000 ემიგრანტმა შეძლო.

დღეს 27 მაისი არის დიასპორის დღე და პირველ რიგში მინდა დიასპორას ჩვენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ, ყველას მივულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზების გამო იძულებული გახდა წასულიყო საზღვარგარეთ.

ეს არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მე ცოტა არ  იყოს გამიკვირდა დღევანდელი პრემიერის სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორას შორის, რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები არის ის, რომ არა თუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთება და გაკეთდა, იმისთვის რომ ეს კავშირი იყოს, რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი, იმიტომ რომ შენ, როცა ხელისუფლება არ აძლევ საშუალებას შენ დიასპორას, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველა ბერკეტს ხმარობ და ყველა ხრიკს იმისთვის, რომ ვერ მიიღოს დიასპორამ მონაწილეობა არჩევნებში და ერთი მილიონიდან ბოლო შედეგი არის ის, რომ რაღაც 34 000 შეძლო და მიიღო მონაწილეობა ეს ნიშნავს, რომ შენი მთავრობა, რომელიც არის საქართველოში არ გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მონაწილეობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი თვლის, რომ  სახელმწიფომ დიასპორის წარმომადგენლებს ორმაგი მოქალაქეობის მიღება უნდა გაუმარტივოს . სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან არაერთხელ მიმართ იუსტიციის სამინისტროსამ მოთხოვნით, თუმცა შედეგი არ არის. 

"ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს საქართველო მოქალაქეობა", - თქვა სალომე  ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ქართულო ოცნებას" მოუწოდა სიტყვებს თავი დაანებს და საქმის კეთებას მიხედონ.

მეორე, რაც შეუძლია სახელმწიფოს და რასაც არ აკეთებს არის ის, რომ გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეების მიღება. ამაზე მე დავხარჯე ბევრი ენერგია და ბევრი თხოვნა, გაუთავებელი მოლაპარაკებები თავის დროზე იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობას ან, მაგრამ არანაირი შედეგი.

დღესაც, ძალიან რთული არის ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებსაც მიღებულია აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რომ დაიბრუნონ და აღადგინონ საქართველოს მოქალაქეობა. თანხებიც მაღალი არის და ყველანაირად გართულებული არის ის პროცესი და ძალიან გაწელილი არის და ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩვენს თანამემამულეებს, რომ დაიბრუნონ საკუთარი მოქალაქეობა.

კიდე უარესი, როცა აღდგენაზე უარს ეუბნებიან ადამიანს, როცა ეს არის მისი სრული უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ტყვია სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან არ არსი საჭირო. ჩვენ გვინდა საქმე და საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა და გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის", - ამბობს სალომე ზურაბიშვილმა.