სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ
"ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს დაჭერილია პოლიტიკური სარჩელით, არის პოლიტპატიმარი და არის რეჟიმის ტყვე" - ასე ეხმაურებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები 26 მაისის ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტს.
- საქმე ეხება გუშინ ერთ-ერთი სინდისის პატიმრის მშობელის ქმედებას, რომელმაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლის პარალულურად, სცენაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბანერის გამოჩენა გააპროტესტა.
გუშინდელი ვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და სრულად ვემიჯნებით ერთი ოჯახის მსგავს ქმედებას - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დიდი ხანია ვინარჩუნებთ სტაბილურობასა და ერთიანობას არსებულ ვითარებაში, მიუხედავად იმის, რომ არაერთი მცდელობა იყო ხელისუფლების მხრიდან გამოეწვია არეულობა და ბუნდოვანება ჩვენს ერთიანობაში.
გუშინდელი ვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და სრულად ვემიჯნებით ერთი ოჯახის მსგავს ქმედებას, როგორც ოჯახები ასევე სინდისის პატიმრები და არ ნიშნავს, რომ ჩვენც მსგავს პოზიციას ვიზიარებთ…
გუშინდელმა დღემ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თითოეულ ოჯახს გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება.
ყველა, გარდა ერთისა ვთანხმდებით, რომ ერთმანეთში ქიშპობა წყალს ასხამს მხოლოდ რეჟიმის წისქვილს.
არ შეიძლება გაუაზრებელი და მითუმეტეს შეუთანხმებელი განცხადებების გამოტანა საზოგადოების წინაშე, მაშინ როდესაც ყველაზე ერთიანნი უნდა ვიყოთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მათი და ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
კარგად გვესმის რა, რომ ერთადერთი ვისაც ჩვენი დაქსაქსვა უმართავს ხელს არის-რუსული რეჟიმი.
ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს დაჭერილია პოლიტიკური სარჩულით, არის პოლიტ პატიმარი და არის რეჟიმის ტყვე…
ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე !
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ! "- წერია გავრცელებულ განცხადებაში.