კობახიძის ერთკვირიანი ტყუილი - როგორ დაიმსხვრა მაკრონთან ურთიერთობის დალაგების მითი

27.05.25 19:23
კობახიძის ერთკვირიანი ტყუილი - როგორ დაიმსხვრა მაკრონთან ურთიერთობის დალაგების მითი

ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონს საჯარო განცხადებით დაუპირისპირდა. ივანიშვილის პრემიერი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, როცა დამოუკიდებლობის დღეს ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცის და დონალდ ტუსკის განცხადებაა წაიკითხა. ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის განცხადებამ "ქართული ოცნების" პროპაგანდა თავდაყირა დააყენა. კობახიძე დღეს თავს იმართლებდა, რომ მაკრონმა მას ერთი უთხრა, წერილში კი სხვა რამ ჩაწერა. 

არადა, ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ ირმუნებოდა, რომ მაკრონი საქართველოში განვითარებულ პროცესებზე მის ხედვებს იზიარებდა, აღმოჩნდა, რომ ტყუილია. ელისეს სასახლიდან გავრცელებულმა წერილმა დამოუკიდებლობის დღეს მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ევროკავშირი "ოცნების" ყველა ნაბიჯს გმობს, რაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას იწვევს. კობახიძის 20 წამიანი დიალოგი საფრანგეთის პრეზიდენტთან წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან შეუძლებელია, მაკრონი და კობახიძე ერთ ენაზე საუბრობდნენ - ამბობენ ანალიტიკოსები.

კობახიძე დღეს ბოლომდე შევიდა დაპირპისრებაში საქართველოს ყველა მთავარ პარნტიორად. მისი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები იყო. სახელმწიფო მდივნის მისალოცი წერილი, სადაც დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ ქართველ ხალხს მიულოცა და "ქართულ ოცნების" რეჟიმი არც კი უხსენებია, კობახიძისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.