ორ წინადადებაში ჩატეული მძიმე რეალობა - რა წერია საქართველოზე აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის დოკუმენტში "ქართულ ოცნება" რუსეთის იტნერესების გამტარებელ ძალად არის მოხსენიებული. ყოველწლიურ დოკუმენტში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს აფასებს, ჩვენი ქვეყანა სულ ორი წინადადებით მოხვდა, მაგრამ ეს ორი წინადადებაც საკმარისია მდგომარეობის სიმძიმის ასაღწერად.
დოკუმენტში წერია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საქართველოში მისი გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს. ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ "ქართულ ოცნებას ამერიკა ლეგიტიმურად ხელისუფლებად არ აღიარებს.
აქამდე ამ ყოველწლიურ დოკუმენტში საქართველოს რამდენიმე თავი ეთმობოდა. გაწერილი იყო ისიც, როგორ უნდა გვებრძოლა საფრთხესთან, რაში დაგვეხმარებოდა ნატო ან ევროკავშირი. ახლა ეს ყველაფერი გამქრალია.
ამერიკის სამხედრო დაზვერვა წერს, რომ რუსეთის მიზანია, საქართველო მისი გავლენის სფეროში დააბრუნოს, ამისთვის კი კრემლის მთავარ პარტნიორად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იქცა. ეს ჩანაწერი დოკუმენტში შემთხვევითი არ არის. ანგარიში ახლა უკვე ამერიკელ კანონმდებლებთან გადაინაცვლებს და ამის მიხედვით განისაზღვრება შტატების პოლიტიკაც. გამოდის, რომ "ოცნების" პირობებში ამერიკასთან ურთიერთობებს აღღდგენა არ უწერია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.