დღეს განისაზღვრება, გვინდა თუ არა, ბიძინაობა გვაკადრონ - ელენე ხოშტარიამ ხმა მისცა
პარტია ,,დროას" ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, ხმა ვაკეში, N12-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
დღეს განისაზღვრება, გვინდა თუ არა, ბიძინაობა გვაკადრონ - აცხადებს ,,დროას" ლიდერი
დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თითოეულ ადამიანს, აქვს შანსი და იარაღი, რომ საკუთარი ცხოვრება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, საკუთარი ოჯახის ცხოვრება განსაზღროს და გადაწყვიტოს - კმაყოფილები ვართ იმით, როგორც დღეს ვცხოვრობთ, თუ არ ვართ.
ასევე, დღეს საქართველოს მოქალაქეს აქვს ინსტრუმენტი, რომ დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც არცერთი ხელისუფლება არ იქნება ერთპიროვნული და მათ შეუძლიათ, აირჩიონ ძალიან მრავალფეროვანი პარტიებიდან, დიდი არჩევანი აქვთ და იმისთვის, რომ ადამიანები არ იჩაგრებოდნენ, უიმედოდ არ ცხოვრობდნენ, შემოსავალი ჰქონდეთ და ა.შ., ამისთვის არის საჭირო კოალიციური მთავრობა"- აცხადებს ხოშტარია.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"