გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

27.05.25 20:24
გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

გიორგი გახარიას გუნდი დღეს ერთადერთია, ვინც ადგილობრივ თვირთმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ყოფილი პრემიერის პოზიცია არსებითად განსხვავდება იმ გზავნილისგან, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილმა გაახმოვანა. მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება: თუ მანამდე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ან "ოცნება" ორივე არჩევნების ერთდროულად ჩატარებას დათანხმდება. 

ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების მიუხედავად, ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ყოფილი პრემიერსაც საუკეთესო გამოსავლად ესახება, თუმცა მიაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი შედეგს ვერ მოიტანს. გახარია ასევე არ ეთანხმება ზურაბიშვილის იდეას ორივე არჩევნების ერთად ჩატარების შესახებ.

გახარია წინააღმდეგობის პლატფორმის წევრია, თუმცა როგორც ჩანს, ეს პოზიცია სხვებთან შეთანხმებული არ არის. "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის და სწორება სწორედ ამ მოთხოვნაზე აქვთ. ადგილობრივ არჩევნებზე ფიქრობენ, რომ ოპოზიციის კოორდინაცია და საერთო გადაწყვეტილებაა საჭირო, ამიტომ პარტიის ლიდერები საჯარო დისკუსიის მომხრეები არიან. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.