ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ოცნებას" რეპრესიული კანონების გადახედვისკენ მოუწოდებს - რეჟიმი უარზეა

27.05.25 21:03
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ოცნებას" რეპრესიული კანონების გადახედვისკენ მოუწოდებს - რეჟიმი უარზეა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი "ქართულ ოცნებას" რეპრესიული კანონების გადახედვისკენ მოუწოდებს. ევროკომისარი აცხადებს, რომ 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული კანონმდებლობა მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს.

უმწვავესი განცხადება "ქართულ ოცნებას" დღეს წამოეწია. ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ, ძალოვანების მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოიძიოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. 

საქმე ეხება კანონებს, რომლებიც ხალხის პროტესტით შეშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ბოლო რამდენიმე თვეში მიიღო. ივანიშვილის პარტიამ 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, კანონით დასჯადი გახადა თანამდებობის პირის მიმართ პროტესტის გამოხატვა, ჯარიმების რაოდენობა კი კოლოსალურად 5000 ლარამდე გაიზარდა. "ქართული ოცნება" ამ კანონების გადახედვას არ აპირებს და  ევროკომისარს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. 

ევროსაბჭოს ის ინსტიტუციაა, რომელსაც 'ქართული ოცნება" ეთანამშრომლება და თითქოს მის აზრს ითვალისწინებს, მაგრამ როგორც კი საქმე მოთხოვნების შესრულებაზე მივიდა, მტრად გამოცხადების პროცედურა დაიწყეს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.