რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა! არ შეგრჩებათ!-მამუკა ხაზარაძე
საჯარო პირობა მინდა მივცე ლუკას, რომ ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად მოვესწრებით იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში მისნაირ გულანთებულ ახალგაზრდებს პოლიტიკური ნიშნით არ დააკავებენ, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ლუკა ნაცვლიშვილის 12-დღიან პატიმრობას.
ხაზარაძის თქმით, “ლუკასნაირ ახალგაზრდებს ყველანაირ პირობას შეუქმნიან წინსვლისთვის და განვითარებისთვის“
საჯარო პირობა მინდა მივცე ლუკას, რომ ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად მოვესწრებით იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში მისნაირ გულანთებულ ახალგაზრდებს პოლიტიკური ნიშნით კი არ დააკავებენ, არამედ ყველანაირ პირობას შეუქმნიან წინსვლისთვის და განვითარებისთვის!
დღეს რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა!
არ შეგრჩებათ! ყველაფერზე აგებთ პასუხს!-წერს ხაზარაძე.
ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
ბათუმელ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც გასულ ღამეს დააკავეს, პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.