მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს მთავრობის გადაყენება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება რეჟიმის დემონტაჟი-ცისკარიშვილი

27.05.25 22:23
მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს მთავრობის გადაყენება, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება რეჟიმის დემონტაჟი-ცისკარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს მთავრობის გადაყენება და არა ახალი არჩევნები, რადგან მისი თქმით, “სწორედ ამის შემდეგ დაიწყება რეჟიმის დემონტაჟი.“

როგორც ცისკარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მისი პარტია “ძირეული ცვლილებების გარეშე არცერთ არჩევნებში გასვლას არ აპირებს.“

“ამ რეჟიმში, ფუნდამენტური, ძირეული ცვლილებების გარეშე არცერთ არჩევნებში არ წავალთ, გამორიცხულია, კითხვის დასმაც არ ღირს“,-თქვა მან.

ცისკარიშვილის მტკიცებით, ივანიშვილი ახალ არჩევნებს იმიტომ არ თანხმდება, რომ “თავისიანებში თავს ვეღარ მოიწონებს, აი, რა მაგარი ვარ, ვერავინ ვერაფერს მაიძულებს“.

ივანიშვილს რომ ეუბნებიან, არჩვენები ჩაგვიტარეო, ხომ არ თანხმდება, არადა რა უნდა, დაჯდება, ქოლცენტრებს დააყენებს და რამდენსც უნდა იმდენს დაიწერს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით სისუსტის გამოვლინებად მიაჩნია, თავისიანებში თავს ვეღარ მოიწონებს, აი, რა მაგარი ვარ, ვერავინ ვერაფერს მაიძულებს, ვერც შიდა ოპოზიცია, ვერც გარე ჩარევა. ამ თავის ბოლო გაჯიუტებაში, ისვე როგორც პუტინი ჩამოიშლება სამხედრო თვალსაზრისით, ეს ჩამოიშლება პოლიტიკურად. ესე დამთავრდება ეს ამბავი. ესენი ერთმანეთზე გადაბმულებიც არიან, პუტინის კრახი და წარუმატებლობა რუსეთში ნიშნავს ივანიშვილის შესუსტებას და წარუმატებლობასაც,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.