"წინააღმდეგობის პლატფორმის" წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

27.05.25 23:27
"წინააღმდეგობის პლატფორმის" წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და "წინააღმდეგობის პლატფორმის" წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრესსამსახურმა გაავრცელა.

მოგვიანებით, შეხვედრის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ სოციალურ ქსელში დაწერა.

პატივი იყო დღეს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. მადლობელი ვარ მისი სამუშაოსთვის საქართველოს გაერთიანებაში თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში,” - წერს იუკნევიჩიენე.