ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა

28.05.25 10:21
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა. "ოცნების" პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებას 11:00 საათზე გააკეთებს.

კობახიძე სავარაუდოდ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს წარადგენს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

  • წერილის მიხედვით გომელაური ამბობს: "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო". 

ვრცელ განცხადებაში გომელაური მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შსს-ს თანამშრომლებს.