ივანიშვილმა უარი თქვა დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა - ამერიკის საელჩო

28.05.25 12:15
ივანიშვილმა უარი თქვა დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა - ამერიკის საელჩო

შეერთებული შტატების საელჩს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.

დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. 

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.  სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ.  იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს", - წერია განცხადებაში. 

27 მაისს მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ იმედიას ნფორმაცია გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ტრამპმა ყაველაშვილს წერილი გამოუგზავნა.

ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის დღის მილოცვის ქართულენოვანი თარგმანი მიაწოდა.

რამდენიმე საათში, კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყაველაშვილს წერილი მისი ჩართულობით მისწერა.