მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში გადატრიალებისთვის იყო ჩამოსული, რაც ძალოვანებმა აღკვეთეს.
კობახიძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნის განმავლობაში იყო სააკაშვილი საქართველოში.
კობახიძე არ პასუხობს კითხვას, რატომ მოატყუა მმართველმა პარტიამ ამომრჩეველი, როცა ირწმუნებოდა, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არც კი გადმოუკვეთავს.
სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული", - განაცხადა კობახიძემ.
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა".
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"