"ხარებას" მრჩეველი: ბნ. ზვიადი ვერ გადადგება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო (ვიდეო)

28.05.25 13:12
"ხარებას" მრჩეველი: ბნ. ზვიადი ვერ გადადგება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო (ვიდეო)

 

 

გდდ-ს შეფი ზვიად ხარაზიშვილი თანამდებობაზე რჩება - ამის შესახებ "პირველებს" "ხარებას" თანაშემწემ, მარი ლეკიშვილმა განუცხადა.

გურამიშვილის ქუჩაზე მისულ "ტვ პირველის" ჯგუფს "ხარება" სასამხურში არ დახვდა, მისი წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ ზვიად ხარაზიშვილი გუშინ სამსახურში იმყოფებოდა. მარი ლეკიშვილი ირწმუნება, რომ "ქვეყანაში მძიმე მდგომარეობის გამო", გდდ-ს შეფი თანამდებობას ვერ დატოვებს.

"ხარებას" თანაშემწის ეს განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის ვახტანგ გომელაურის დღეს დილით გავრცელებულ განცხადებასთან. 

  • "დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო" - წერია ვახტანგ გომალაურის განცხადებაში. 

ბატონი ზვიადი რჩება თავის პოსტზე, მისი მოადგილეებიც აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში. არსად წასვლას არ აპირებს. გუშინ იყო სამხახურში, ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვს. არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ბატონი ზვიადი არსად მიდის. 

დღეს საქართველოში ვითარებიდან გამომდინარე, იცით, რომ დაძაბულობაა ძალიან, აქედან გამომდენირა ბატონი ზვიადი, ნებისმიერი პოლიციელი რჩება ქართველი ხალხის მსახურად, მათი უსაფრთხოების დასაცავად, თქვენს დასაცავადაც მათ შორის. ის რჩება მის სამსახურში და აგრძელებს მუშაობას".

მე არ ვიცი ხვალ რა მოხდება, შეიძლება წავიდეს შეიძლება არა, ეს მისი სურვილია, მაგრამ დღეს ამ ვითარებაში, იგი რჩება მის პოსტზე და გაუძღვება ნამდვილად დეპარტამენტს. ის მუშაობს ყოველდღე", - განაცხადა მარი ლეკიშვილმა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.