ივანიშვილმა კიდევ ერთი "სათამაშო" მოისროლა ნახმარი ნაჭერივით - ხაბეიშვილი გომელაურზე

28.05.25 14:32
ივანიშვილმა კიდევ ერთი "სათამაშო" მოისროლა ნახმარი ნაჭერივით - ხაბეიშვილი გომელაურზე

კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმ, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ვახტანგ გომელაურის პოსტიდან წასვლას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს, დე ფაქტო მთავრობა ახალი სათამაშოებით შეავსოს". ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ასე მოელის ყველას, ვინც დღეს ოლიგარქის სამსახურშია. 

კიდევ ერთი ადამიანი/სათამაშო მოისროლა ივანიშვილმა ნახმარი ნაჭერივით და მას აქვს ასეთი დამოკიდებულებები, რომ “ნახმარს” ვერაფერს ვერ იტანს, შესაბამისად, ლილუაშვილის შემდეგ, ახლა უკვე გომელაურის დრო დადგა, წასასვლელიც არ აქვს ოღონდ არსად, ევროპაშიც ვერ წავა, მაგნიტსკის სიაშია, აშშ-იც ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ჰყავს შეყვანილი აშშ-ს, ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა “ნახმარი ნაჭერივით” და ეს ელის ყველას, კოლექტიურ სირაძეებს, ხარებებს, ივანიშვილი ვერ იტანს ნახმარ სათამაშოებს და ახლა სურს ახალი სათამაშოებით შეავსოს დე ფაქტო მთავრობა. ახალი მინისტრი არის მდინარაძის ლობირებით, იმას მიაღწია, რომ თვითონ თუ არ დანიშნეს მინისტრად, მისი ლობირების ქვეშ მაინც დაინიშნა კონკრეტული ადამიანი, თუმცა ეს არის სათამაშოებით თამაში და უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი მიზანი ჩვენთვის არის ივანიშვილის დამხობა მის სათამაშოებთან ერთად, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.