გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს და "ხარებას" - კუპრაძე

28.05.25 15:05
გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს და "ხარებას" - კუპრაძე

გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს და "ხარებას" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კურპაძის თქმით, ქართველი ოლიგარქი ვახტანგ გომელაურის მსგავსად ყველა დასანქცირებულ ჩინოვნიკს თავიდან იშორებს.

ივანიშვილი თავისი უსაფრთხოებისთვის გააკეთებს ყველაფერს, მათ შორის, გაანადგურებს მისივე მხარდამჭერებს და მისივე გუნდს - ამბობს კუპრაძე.

ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, ვინც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას, გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, ე.წ ხარებას და ა.შ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს და მოისვრის სანაგვეში, იმიტომ, რომ ის არის მისთვის ერთჯერადი ნივთი, რომელიც არ დასჭირდება მას და თავისი უსაფრთხოებისთვის გააკეთებს ყველაფერს, მათ შორის, გაანადგურებს მისივე მხარდამჭერებს და მისივე გუნდს", - განაცხადა კუპრაძემ. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.