ივანიშვილს თავისი გუნდის წამყვანი წევრების მიმართ სერიოზული ნდობის დეფიციტი აქვს - კირთაძე

28.05.25 15:09
ივანიშვილს თავისი გუნდის წამყვანი წევრების მიმართ სერიოზული ნდობის დეფიციტი აქვს - კირთაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს თავისი გუნდის წამყვანი წევრების მიმართ სერიოზული ნდობის დეფიციტი აქვს და სწორედ ამის დადასტურებაა ასე მიყოლებით დატოვებული თანამდებობები "ოცნების" მაღალჩინოსნების მხრიდან. 

ირაკლი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, მერები, გუბერნატორები... მოულოდნელად ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ დაიღალნენ ამ ოჯახური მდგომარეობის გამო და წავიდნენ თანამდებობიდან, ეს ხომ რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელია. რეალურად ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სერიოზული ნდობის დეფიციტი აქვს ბიძინა ივანიშვილს თავისი გუნდის წამყვან წევრებთან მიმართებაში. ეს არ არის გასკვირი, ოლიგარქიულ რეჟიმებს ეს ახასიათებს და ეს ალბათ პირველ რიგში მოასწავებს სწორედ ამ ოლიგარქიულ და ტოტალიტარული რეჟიმების დასასრულს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. .