კალაძე ამტკიცებს, რომ გომელაურმა თანამდებობიდან გადადგომის "გადაწყვეტილება თავად მიიღო"
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის "გადაწყვეტილება თავად მიიღო".
კალაძემ დღეს გომელაურის მინისტრობაც შეაფასა და მას ღირსეული უწოდა.
მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც უშუალოდ მისი ჩართულობით, მისი ხელმძღვანელობით, რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალების და დამხობის სცენარი აარიდა ქვეყანას თავს. ღირსეული ადამიანი იყო, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო", განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.